RM Auctions-ის ლოტების სიაში იშვიათი Ferrari გამოჩნდა – 365 GTS/4 Daytona Spider. ეს არის ერთ-ერთი მოდელი გამოშვებული 121-დან და მას ადამიანებისგან მთელი 20 წლის განმავლობაში მალავდნენ.
1972 წელს გამოშვებულ ავტომობილს დამალული სპაიდერი (The Hidden Spider) უწოდეს. ბოლოს საზოგადოების წინაშე ის 1997 წელს, კონკურს Rodeo Drive Concours d’Elegance-ზე გამოჩნდა, ამის შემდეგ კი მეპატრონემ ავტოფარეხში ჩაკეტა.
სპაიდერი 1983 წლამდე ერთი ოჯახის საკუთრება იყო, შეძენის მომენტში მისი გარბენი 35 000 მილი იყო, ახლა კი მისი გარბენი 36 513 მილს აღწევს.
ამასთან, ავტომობილს არცერთხელ არ გაუვლია სერიოზული რესტავრაცია. ლოტის აღწერილობაში წერია, რომ 1977 წელს მხოლოდ ძარის საღებავი გამოცალეს და ორიგინალი ფერი – Rossa Chiaro დაუბრუნეს.
365 GTS/4 Daytona Spider 12 ცილიდრიანი ძრავით არის აღჭურვილი. აუქციონზე გამოტანამდე მფლობელმა საწვავის სისტემის, კარბურატორისა და ელექტროობის შემოწმება ჩაატარა.
ვაჭრობა მომავალ თვეში, მონტერეიში ჩატარდება. სავარაუდოდ, ავტომობილის ღირებულება ერთი მილიონი დოლარი იქნება.