LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ ორბანი: „ძალიან გულდაწყვეტილი და გაბრაზებული ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი, როცა მიიღეს ქვეყნებმა, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილი არიან, ეს მალე უნდა გამოსწორდეს“

137
ing (4)

საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გულდაწყვეტილი და გაბრაზებულია, რადგან საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო:

„უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში ევროკავშირში, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩავარდებოდა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა შეიძლება მივაკუთვნოთ, ძირითადად, ცენტრალური ევროპის რეგიონის გაწევრიანებას, რაც ნიშნავს, რომ ევროპულ კავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ასეთი ენერგია, ისეთი ადამიანები, ვისაც სურთ იმუშაონ, იყვნენ კრეატიულები, ვისაც გააჩნია ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, როცა დრო დადგება, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის იმით, რომ დაკარგავს კონკურენტუნარიანობას.

ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს. რა თქმა უნდა, ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, არის მაღალი და მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს და საუკეთესო გამოსავალია დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით.

ძალიან გულდაწყვეტილი და გაბრაზებულები ვართ, იმით, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს, გაცილებით ჩამორჩენილი არიან.

ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ ვხედავთ გაფართოებას როგორც პოლიტიკურ პროცესს თუ რასაც ვამბობთ, მართალია – ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესია?! დამსახურებაზე დამყარებული პროცესი თუ არის, ის, რაც მოხდა, საკმაოდ უსამართლოა. ეს უნდა გამოსწორდეს, რაც შეიძლება მალე“, – თქვა ვიქტორ ორბანმა.

ფოტო, ვიდეო: პრემიერმა ვიქტორ ორბანსა და მის მეუღლეს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა: „მადლობელი ვარ ნამდვილი მეგობრობისთვის“ 

„შარშან საკმაოდ ცუდად მოგვექცნენ.. საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება გაუგებარი, არგუმენტაციას მოკლებული იქნება,“ – ირაკლი ღარიბაშვილი 

ფოტო: IPN

პოპულარულები