LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოტარიუსებს, რომლებიც „იპოთეკის ხელშეკრულებების” საქმეზე დააკავეს, მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

156
Capture

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და პატიმრობაში დატოვა ორი ნოტარიუსი და ერთ-ერთის თანაშემწე. გამოძიება მათ ედავება კლიენტებისთვის მოტყუებით სასესხო შეთანხმებების დადებას, იპოთეკური ხელშეკრულებების ნაცვლად.

ბრალდებულების ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც პროკურორმა ისაუბრა გამოძიებით გამოვლენილ გარემოებებზე.

პროკურორის განმარტებით, დაკავებულები დანაშაულებრივ ჯგუფს ეხმარებოდნენ გეგმის განხორციელებაში – იპოთეკური ხელშეკრულების ნაცვლად, დაზარალებულებთან აფორმებინებდნენ სასესხო ხელშეკრულებას, დაზარალებულები იხდიდნენ ფულს, თუმცა იმის გამო, რომ ბინის რეალური მესაკუთრეები სხვა ადამიანები იყვნენ, მათ საცხოვრებელი სივრცის დაცლა უწევდათ.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში 94 დაზარალებულია, ხოლო ზარალი შეადგენს 2 686 700 ლარს.

შემდეგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 ნოემბერს გაიმართება.

საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

magti 5g