LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამედიცინო პერსონალს ხელფასები ეზრდება

125
13

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 2024 წლის პირველი იანვრიდან სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება.

მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდებათ შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს:
• უმცროსი ექიმი – თვეში არანაკლებ 960 ლარი (საათში – 5 ლარი) დარიცხული;
• ექთნის თანაშემწე – თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში – 3,5 ლარი) დარიცხული;
• ბებიაქალი – თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში – 4,4 ლარი) დარიცხული;
• სანიტარი – თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში – 3 ლარი ) დარიცხული;
ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა 6000-მდე პირს შეეხება. შედეგად, მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში მომუშავე მთელ სამედიცინო პერსონალზე აისახება.
რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. პროცესს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.
რეფორმის პირველ ეტაპზე, 2023 წლიდან, საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა წარმატებით განხორციელდა ექიმებისა და ექთნებისთვის. შედეგად, 15 000-მდე პირს სამუშაო პირობები გაუუმჯობესდა.
mazda magti 5g