LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები

153
ჰანედა

ავიაციისა და მოგზაურობის შესახებ ვებგვერდმა Cabin Crew Headquarters, 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა.

სიას, რომელიც 30 აეროპორტს აერთიანებს, ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შედგა, როგორებიცაა: მგზავრთა რაოდენობა, რეისების შესრულების საშუალო დრო, გადადებული ფრენების სიმცირე, ეკონომიური საპარკინგე ღირებულება და მაღაზიებისა და რესტორნების ხელმისაწვდომობა.

რეიტინგს ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტი (Haneda) ლიდერობს. მან ბლოგერებისგან 80 ქულა დაიმსახურა.

ათეულში ასევე მოხვდნენ: ატლანტის (Hartsfield-Jackson), ჩიკაგოს (O’Hare), მეხიკოს, დალასის (Fort Worth), ჰიუსტონის ჯორჯ ბუშის სახელობის ინტერკონტინენტალური, დელის ინდირა განდის სახელობის, დენვერის, სტამბოლისა და ჩრდილოეთ კაროლინის (Charlotte Douglas) საერთაშორისო აეროპორტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები