LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოკოვანი დაავადებები

373
სოკო

სოკოები ბინადრობენ ნიადაგში, ჰაერში, წყალში, ზოგი მათგანი – ჩვენს ორგანიზმშიც. ისინი განსაკუთრებით კარგად გრძნობენ თავს ორგანიზმის ნოტიო ადგილებში: პირის ღრუში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, სასქესო ორგანოების, შარდსასქესო სისტემის ლორწოვან გარსებში, კანის ნაოჭებში… ჩვეულებრივ პირობებში ჩვენი იმუნური სისტემა ფხიზლად არის და სოკოს ინტენსიური გამრავლების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ თუ იმუნიტეტი დასუსტდა, სოკო უკონტროლოდ მრავლდება. სქელი ყვითელი ფრჩხილები, სახეცვლილი კანი, საშოს ქავილი და გამონადენი, თმის ცვენა – ეს სოკოვანი დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არასრული ჩამონათვალია. სოკოვან დაავადებას შეუძლია, ნებისმიერი ორგანო და ქსოვილი დააზიანოს. ინფექცია ხშირად გადამდებია. თუ დაავადება განვითარდა, პროცესის შესაჩერებლად დროულად უნდა მიმართოთ ექიმ სპეციალისტს, მანამდე კი იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, ზედმიწევნით დაიცავით ჰიგიენის წესები. სიფრთხილე გამოიჩინეთ დაობებულ გარემოში მუშაობისას, ძველი სახლების რემონტისა და დალაგებისას, გაითვალისწინეთ, რომ ხის სოკო განსაკუთრებით საშიშია.

კანის სოკოვანი დაავადებების თავიდან ასაცილებლად: არ შეიძლება სხვისი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, წინდების ჩაცმა; ყველამ უნდა იქონიოს საკუთარი მაკრატელი, საპარსი, პირსახოცი, ოფლის საწინააღმდეგო საშუალებები; შხაპის მიღების დროს, აუზზე, ზღვის სანაპიროზე, უნდა გეცვათ საკუთარი რეზინის ჩუსტები; აუცილებელია ფეხების ყოველდღე ბანა და დამუშავება ანტიმიკოზური სპრეითა და პუდრით. ეცადეთ, ბავშვი მეტისმეტად არ გაოფლიანდეს და არ გამოიყელოს; ფრთხილად დააჭერით ფრჩხილები, რათა კანი არ დაუზიანდეს;
დიდხანს ნუ დაუტოვებთ სველ პამპერსს;

თუ პირის ღრუსა და სასქესო ორგანოების მიდამოში ხშირად უჩნდება რძიანა, მიმართეთ პედიატრს; ნაწლავთა მოქმედების დარღვევისას – დიარეის ან შეკრულობის შემთხვევაში – ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან;

სოკოვანი დაავადებები მრავალი მიზეზით არის გამოწვეული. მათ შორისაა გლობალური დათბობა, ტენიანობის მომატება,  რის გამოც შესანიშნავი გარემო პირობები შეიქმნა სოკოვანი დაავადებების გავრცელებისათვის ანუ მარტივი ცოცხალი წარმონაქმნის გამრავლებისათვის. ადამიანი შეიძლება დაავადდეს ერთი ტიპის სოკოთი ან რამდენიმეთი ერთად. ტერფის მიკოზი, კანის სოკოვანი დაავადება, ვაგინალური კანდიდოზი, ფრჩხილის სოკო, პირის ღრუს სოკოვანი დაავადება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სოკოვანი დაავადება. ამჟამად ყველაზე გავრცელებულ სოკოვან დაავადებად ითვლება ტერფის სოკო, რომლის ხელშემწყობი ფაქტორებია: დახურული ფეხსაცმლის სიცხეში დიდხანს ტარება დაოფლიანობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები