ლარინგიტი ანთებითი პროცესია, რომელიც აზიანებს ყელს. დაავადება შეიძლება გაჩნდეს გრიპთან და გაციებასთან ერთად. გამოიყოფა ლარინგიტის მწვავე და ქრონიკული ფორმები.
დაავადების გამომწვევი მიზეზებია: გრიპი; გაციების სხვადასხვა ფორმები; პნევმონია, ბრონქიტი; ალერგიული რეაქციები; ხორხის მექანიკური ტრავმა (დამწვრობა ან დაზიანება). დამატებით ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ლარინგიტის გამოწვევა, არის შემდეგი: სამუშაო ადგილის მტვრიანობა; სახლში ან სამსახურში ცხელი და მშრალი ჰაერი; ცხვირით სუნთქვის პრობლემები; იოგების დაძაბვა.

ქრონიკული ლარინგიტი ხშირ შემთხვევაში ჩნდება გრიპისა და გაციების არასწორი მკურნალობის გამო. დაავადების სიმპტომებია: ტკივილი ყლაპვის დროს; სუნთქვის გართულება; ყელის სიმშრალე; მშრალი ან სველი ხველა; ხმის შეცვლა; საერთო მდგომარეობის გართულება; ტემპერატურის აწევა.
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი ატარებს შემდეგ გამოკვლევებს: ლარინგოსკოპიას; ენდოსკოპიურ გამოკვლევებს; ზედა სასუნთქი გზების სისველის და გამონადენის გამოკვლევას. მწვავე ლარინგიტის სამკურნალოდ ინიშნება: ინჰალაცია; ყელის გამორეცხვა ბალახეულის და მედიკამენტების ხსნარებით; სპირტის ცხელი კომპრესები ყელზე; თბილი სითხის მიღება; დაზიანებული კანის ნაწილის მოცილება; დაზიანებული ნაწილების ვერცხლის ნიტრატით მოწვა.

ლარგინგიტის უყურადღებოდ დატოვება გამოიწვევს შემდეგი სახის გართულებებს: ხორხის სტენოზს (ხორხის ხვრელის შევიწროვებას); ხმის დაკარგვას.
ლარინგიტის დროს რეკომენდირებულია: ჰიგიენის ნორმების დაცვა; გრიპისა და გაციების დროულად მკურნალობა; გაკაჟება; ორგანიზმის დაცვა გადაციებისგან; სიცივეში ყელის თბილად ქონა.