ვილნიუსმა ევროპის მწვანე დედაქალაქის ტიტული მოიპოვა.
ლიეტუვის დედაქალაქმა თავი განსაკუთრებით გამოიჩინა ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში, ასევე მიწების სწორ გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში. ინფორმაციას ამის შესახებ the Mayor წერს.
ვილნიუსში სითბოს 40%-ს ნარჩენებისგან იღებენ, ძველ ქალაქში კი ავტომობილების რიცხვი მაქსიმალურად შემცირდა და ქვეითების რაოდენობა გაიზარდა. მიზანი – 2030 წლისთვის კლიმატური ნეიტრალურობის მიღწევაა.
მერიის გამოთვლით, ქალაქის 61% სიმწვანითაა დაფარული. იმისათვის, რომ გამწვანება დროულად მოირწყოს ხეები და ბუჩქები ინტელექტუალური გადამცემებითაც აღჭურვეს.
გარდა ამისა, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქში დამატებით 100 ათასი ხის, 10 მილიონი ბუჩქის და 200 ათასი ვაზის დარგვას აპირებენ. ინიციატივას სახელად „მწვანე ტალღა“ დაარქვეს.