LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვილნიუსი 700 წლის ხდება და ქალაქში გადაწყვიტეს, რომ განვლილი 699 დაბადების დღე ერთად აღნიშნონ

49
91f5eac2-1b1a-4c57-bfbb-cfb5496d7938_1110x740

2023 წლის იანვარში ვილნიუსი თავის 700 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად ლიეტუვის დედაქალაქმა წამოიწყო იუმორისტული კამპანია, რათა დღესასწაულის შესახებ შეახსენოს ყველა იმ ქალაქისა და ქვეყნის მკვიდრს, ვინც დაბადების დღის შესახებ 699 წლის განმავლობაში პირველად გაიგო.

ქალაქის მერიამ შექმნა საიტი, სადაც ქალაქისთვის წინა დაბადების დღეების დავიწყებისთვის ბოდიშის მოხდა და მისთვის მისალოცი ბარათის გაგზავნაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, საიტზე შესაძლებელია ვიდეოს ნახვაც, რომელიც 1990-იანი წლების სარეკლამო რგოლის სტილშია გადაღებული. ვიდეოში იმ ფაქტზე საუბრობენ, რომ ვილნიუსის დაბადების დღე სხვა ქვეყნებისთვის ყოველთვის შეუმჩნევლად ჩაივლის ხოლმე, რადგან ბევრმა ადამიანმა ამ ქალაქის არსებობის შესახებ არც კი იცის.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ვილნიუსში საქალაქო ცხოვრებით ყველაზე კმაყოფილი ევროპელები ცხოვრებენ, თავისი საცხოვრებელი ადგილობრივთა 98%-ს მოსწონს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები