LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

107 წლის ქალმა დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნა და ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოც გაამხილა

42
maxresdefault

ნაომი ვაილდმა 107 წლის იუბილე აქლემზე გასეირნებით, თევზაობით და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებით აღნიშნა. ამერიკელმა ხანდაზმულმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გამოცემა KIDK-ს გაანდო.

ნაომიმ იუბილე ძალიან მხიარულად აღნიშნა და განაცხადა რომ მიუხედავად ასაკისა, ძველებურად უყვარს აზარტული თამაშები, მშრალი საუზმეები, დიეტური კოლა და ტკბილეული.

ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარ საიდუმლოდ მან ბედნიერება დაასახელა. „პოზიტიურები და ბედნიერები უნდა იყოთ. ხალხს ერთად ყოფნა სურს, რადგან არაფერია იმაზე კარგი ვიდრე მეგობრებისა და ოჯახის ყოლა. ხოლო თუკი ბუზღუნა ხარ, უკმაყოფილო ხარ ცხოვრებით და შენთან ყოფნა არავის სურს, მაშინ რად გინდა ამხელა სიცოცხლე?..“

ვაილდი თავის დაბადების დღეს ასე მხიარულად პირველად ნამდვილად არ აღნიშნავს. როდესაც ის 104 წლის გახდა, სპილოთი გაისეირნა, გასულ წელს კი მშობლიურ ქალაქს ვერტმფრენით გადაუფრინა.