LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცს სამსახურში გადახდილი არასასურველი დაბადების დღის სანაცვლოდ 450 ათას დოლარს გადაუხდიან

41
_124202782_gettyimages-84164470

ამერიკელ კაცს თანამშრომლებმა დაბადების დღის წვეულება სიურპრიზად გაუკეთეს, რამაც ის იმდენად გააბრაზა რომ მთელ სამსახურს სასამართლოში უჩივლა.

BBC-ის ინფორმაციით, დაზარალებულმა პროცესი მოიგო და ზარალის ასანაზღაურებლად 450 ათას დოლარსაც მიიღებს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, კაცს შფოთვითი აშლილობა აწუხებს და მსგავსი წვეულებები მასში მხოლოდ სტრესს იწვევს. ამიტომ, მან უფროსს სთხოვა, რომ მისი დაბადების დღე არ აღენიშნათ.

თანამშრომლებმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინეს და იუბილარს სიურპრიზი მოუწყეს. შედეგად კაცს ნერვული შეტევა დაემართა, წვეულება დატოვა და ლანჩი მანქანაში მიირთვა. რამდენიმე დღეში კი ის საერთოდ გაათავისუფლეს.
გაბრაზებულმა ოფისს სასამართლოში უჩივლა და საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციასაც მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები