ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „უნიონ ბერლინი“ დაამარცხა.
გოლი ქართველი შემტევის აქტიურობით გავიდა. 65-ე წუთზე ხვიჩა მარცხენა ფლანგზე მცველს გაექცა და საჯარიმოში შევარდნილმა კარის წინ ჯაკომო რასპადორი მონახა, რომელმაც „ნაპოლი“ დააწინაურა – 1:0.
შეხვედრა ამავე ანგარიშით 0:1 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
ამ მატჩის შემდეგ „ნაპოლი“ ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს, პირველზე კი მადრიდის „რეალია“.