LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია იმიტომ, რომ მას პრეზიდენტობის ვადა უმთავრდება და პოლიტიკაში დარჩენა უნდა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

187
Untitled design (2)

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მოწყენილია, რადგან პრეზიდენტობის ვადა უმთავრდება და პოლიტიკაში დარჩენა სურს“.

მისი განმარტებით, პრეზიდენტის ოპოზიციასთან კოორდინაცია და აფილაციაც სწორედ პოლიტიკაში დარჩენის სურვილით აიხსნება.

„როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია იმიტომ, რომ მას პრეზიდენტობის ვადა უმთავრდება და პოლიტიკაში დარჩენა უნდა. მე ასე ავხსნიდი, რომ ყველაფერი უკავშირდება მის ამ სურვილს, რომ ალბათ პოლიტიკაში დარჩენა უნდა. მისი აფილაცია, კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს. მე ზედმეტი კომენტარის გაკეთება აღარ მსურს, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მინდა ყველას წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g