LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ათი წელი მე სხვასთან არავისთან მიცხოვრია და ამ ათი წლის განმავლობაში გვერდზე არ გამიხედავს“ – რას ამბობს ია ფარულავა ტარიელ სუართან დაშორებაზე

5396
ფორტუნა (17)

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია.  იამ ყოფილ მეუღლესთან ტარიელ სუართან დაშორებაზე ისაუბრა.

„დაახლოებით სამი თვის წინ დავშორდი ტარიელ სუარს. ძნელია ამ ნაბიჯის გადადგმა ათწლიანი ურთიერთობის მერე, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო. ჩემთვის ტარიელი ძვირფასი ადამიანი იყო და ასეთად დარჩება ჩემ ცხოვრებაში. უბრალოდ ვფიქრობ, ტარიელს სხვანაირი ქალი სჭირდება, მან უნდა მოიყვანოს ცოლი და ჰყავდეს შვილი.

ათი წელი მე სხვასთან არავისთან მიცხოვრია და ამ ათი წლის განმავლობაში გვერდზე არ გამიხედავს. ძალიან გამიჭირდა მისი ოთახი რომ დაცარიელდა. რაც მთავარია, ჩვენ მეგობრებად დავრჩით. მინდა, რომ მას, როგორც მუსიკოსს, მხარი დავუჭირო”“. – ამბობს ია ფარულავა.

„ჩემი მთავარი სიყვარული იყო, მიხეილ სააკაშვილი.. მიშა, როგორც ყველა თავის ქალს, მეც ძალიან ცუდად მომექცა“ – ია ფარულავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g