LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორია პრემიერლიგას დაუბრუნდა: სეზონის ბოლომდე ანჟიში

43

საქართველოს ნაკრების მეკარე მახაჩყალის „ანჟიში“ ითამაშებს – გიორგი ლორიას რუსეთის პრემიერლიგის კლუბში გადასვლაზე ინფორმაცია დადასტურდა.

31 წლის ქართველი მეკარე მესამე წელია, რაც სამარის „კრილია სოვეტოვში“ თამაშობს. კლუბი წელს რუსეთის პირველ დივიზიონში დაქვეითდა, ლორია კი პრემიერლიგის მახაჩყალის „ანჟიში“ მიიწვიეს.

სამარელთა პრეს-სამსახურის ცნობით, კლუბებმა ყველა საკითხი შეათანხმეს და ქართველი დაღესტნურ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

ლორია სამარიდან მახაჩყალაში „ანჟის“ უკვე შეუერთდა. შეგახსენებთ, ამ გუნდში თამაშობს ქართველი შემტევი ჯაბა ლიპარტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები