LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „2013 წლიდან, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში, 16 ათასი კილომეტრი გზა აშენდა და რეაბილიტირდა,“– ირაკლი ღარიბაშვილი 

134
Untitled design

„2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში, 261 ი კილომეტრი მაგისტრალური გზიდან 193 კილომეტრი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალური გზის გახსნაზე განაცხადა.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მაგისტრალებისა და გზების მშენებლობას და განსაკუთრებით მაგისტრალური გზის მშენებლობას. 2013 წლიდან, 16 000 კილომეტრი გზა აშენდა და რეაბილიტირდა.

მე მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ გზებისა და მაგისტრალების მშენებლობას მოაქვს სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა.

ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი და ძალიან დიდი დანახარჯები აქვს ამ პროექტებს, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანა იცვლება: ვითარდება და ძლიერდება,“- აცხადებს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილმა სიტყვის გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს, საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს და ყველა დონორ ორგანიზაციას, რომლებიც ჩართულები იყვნენ პროექტის დაფინანსების პროცესში.

ცნობისთვის პრემიერმა დღეს რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა. აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g