მარკეტინგის სფეროში მოღვაწე გიორგი ჟორჟოლიანმა დაბადების დღეზე 90 – იანი წლების წვეულება მოაწყო.
სუფრა ქუთაისში გაიმართა. 7 მეტრიანი მაგიდები და სეფა 90 – იანი წლების შესაბამისი დიზაინით იყო მოწყობილი.
დაბადების დღეზე ბევრი ცნობილი სახე იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ: სალომე ბაკურაძე, ფორტე, აჩიკო მეფარიძე, თამუნა ამონაშვილი, თიკა ჯამბურია, ზუკა ხუციშვილი, რომლებმაც 90-იანების ცნობილი ჰიტები შეასრულეს.
როგორც კადრებში ჩანს, 90-იანი წლების წვეულებაზე სტუმრებმა განსაკუთრებულად მოილხინეს.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ინფლუენსერი ნინიკო ჭავჭანიძე ავრცელებს.