„დედაქალაქში გადაადგილება უკვე ფაქტობრივად გაუსაძლისია აბსოლუტურად ყველა ლოკაციაზე.. რამდენიმე საათს ადამიანები ატარებენ საცობში.. ეს ყველაფერი არის კორუმპირებული კალაძის და მისი დედაქალაქის მთავრობის დამსახურება,“– ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში ბრიფინგი „არა კალაძის საცობებს!“ გამართა, სადაც საცობებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ყველა წუთს, საათს, რომელსაც თქვენ კარგავთ საცობში, არის კალაძის დამსახურება და იმ კორუფციული მოქმედებების, რომლითაც ჯიბეებს ისქელებს.
უკიდურესად მძიმე პრობლემაა საცობები და საქართველოს მოქალაქეებს, თბილისში მცხოვრებლებს ერთი საათით, საათნახევრით ადრე უწევთ გასვლა კონკრეტული მისამართიდან მისამართზე რომ მივიდნენ.
ყოველ დილით, 08:00 საათიდან 11:00 საათამდე, ფაქტობრივად, არის ჯოჯოხეთი და გაუსაძლისია გადაადგილება აბსოლუტურად ყველა ლოკაციაზე, ასევე საღამოს 17:00 საათიდან 21:00 საათამდე.
საცობებია აბსოლუტურად ყველგან, დაწყებული ავლაბრის აღმართიდან, გაგრძელებული მარჯვენა თუ მარცხენა სანაპიროზე, საბურთალოზე, გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილზე. დედაქალაქში, აბსოლუტურად ყველგან არის საცობი და ადამიანებს ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილის გატარება უკვე უწევთ საცობებში, რადგან კალაძემ რაღაც მოიპარა, კალაძემ რაღაც ისე არ გააკეთა, კალაძემ რაღაცის მშენებლობა დაიწყო და 3-4 წელი თავი ვერ მოაბა, კალაძე დაჰპირდა მათ შორის დედაქალაქის მცხოვრებლებს, რომ მიწის ზედა მეტროს გააკეთებდა, მათ შორის, რომ უნდა გაკეთებულიყო ვეფხი და მოყმის ძეგლიდან მაგისტრალი, რომელიც არ გაკეთდა, ასევე ლაგუნასთან ამბობდნენ, რომ გააფართოებდნენ იქ გზას, დაჰპირდნენ ოთხზოლიან გზას, თუმცა, ფაქტობრივად, გაუვალია ეს ადგილი 8:00-დან 11:00-მდე და შემდეგ უკვე 17:00-დან 21:00 საათამდე.
ასევე, შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც ასევე გაჩერებული აქვს დედაქალაქის მერს და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ყველა წუთი, ყველა საათი, რომელსაც კარგავთ საცობებში არის დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დამსახურება და იმ კორუფციული მოქმედებების, რომლითაც ჯიბეებს ისქელებს კახა კალაძე, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ის პროექტები, რომლებზეც მე ახლა ვსაუბრობ, შემოვლითი რკინიგზიდან დაწყებული, ვეფხი და მოყმესთან გასაკეთებელი ხიდით, რომელსაც ასევე ჰპირდებოდა მოსახლეობას.
ლაგუნა ვერესთან გზის გაფართოება, სხვადასხვა ესტაკადების, ხიდების, გვირაბების მოწყობა უმნიშვნელოვანესია დედაქალაქში მცხოვრები ასიათასობით ადამიანისთვის, რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება ავტომობილით,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ფოტო: IPN