LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი გუდაურში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

117
ლევანი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გუდაურში 2023–2024 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები საჯარო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან განიხილა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე და სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთში დავით ნოზაძე.

ლევან დავითაშვილის თქმით, გუდაური ზამთრის მნიშვნელოვანი კურორტია, მაგრამ მთავრობას მისი სხვა სეზონებზე განვითარების ხედვაც აქვს.

შეხვედრაზე მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი გუდაურში 2023–2024 წლების ზამთრის სეზონისთვის მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაციით წარდგა. ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, გუდაურის ვიზიტორებს ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასები დახვდებათ. მისივე თქმით, არსებულ ტრასებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ, განახლდა სპეცტექნიკაც.

შეხვედრა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან  დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და აღინიშნა, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები რეგულარულად ჩატარდება, რათა კურორტის ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში კერძო სექტორი მაქსიმალურად იყოს ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g