2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 14 სექტემბერს დაიწყება.
ბილეთების რეალიზაცია განხორციელდება ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე – fifa.com/bilet
რეალიზაცია სამ ეტაპად მოხდება, აქედან ორი ეტაპი 2-პერიოდიანი იქნება:
I ეტაპი: I პერიოდი – 14 სექტემბერი-12 ოქტომბერი; II პერიოდი – 16-28 ნოემბერი.
II ეტაპი: I პერიოდი – 5 დეკემბერი-31 იანვარი; II პერიოდი – 13 მარტი-3 აპრილი.
III ეტაპი: 18 აპრილი-15 ივლისი.
ისევე, როგორც კონფედერაციათა თასის დროს, მატჩებზე დასასწრებად საჭირო იქნება გულშემატკივრის პასპორტის შევსება, რომლის შესახებაც ინფორმაცია წარმოდგენილია პორტალზე – fan-id.ru.
ბილეთის ფასები ცხრილშია მოყვანილი.
ამჟამად ლარის კურსი რუსულ რუბლთან მიმართებაშია – 100 რუსული რუბლი 4.2 ლარია.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა 2017 წლის 1 დეკემბერს გაიმართება.
მუნდიალი ჩატარდება 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე.
თამაშები რუსეთის 11 ქალაქში ჩატარდება.
რუსეთი, ბრაზილია, ირანი, იაპონია, მექსიკა, ბელგია, სამხრეთ კორეა და საუდის არაბეთი – ის ქვეყნებია, რომლებაც უკვე გაინაღდეს დამდეგ მსოფლიოზე მონაწილეობა.