LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება

160
11

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2024 წლის ბიუჯეტი კონსერვატიულადაა დაგეგმილი და ის 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება.

„მოგეხსენებათ, ბიუჯეტის პირველად ვარიანტზე ინტენსიურად ვიმუშავეთ და ის პარლამენტს სექტემბრის ბოლოს წარვუდგინეთ. თითოეულ სამინისტროსთან, პარლამენტთან, უმრავლესობასთან, კომიტეტებთან სამუშაო შეხვედრების დროს ბიუჯეტის პირველი ვარიანტი დეტალურად გავიარეთ, ახლა კი მეორე ვარიანტს წარმოვადგენთ. მინდა, აღვნიშნო, რომ ის კონსერვატიულადაა დაგეგმილი – 2024 წელს გათვალისწინებული გვაქვს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი კი 2,5%-ით განისაზღვრა. მთავრობის ვალი შეადგენს მშპ-ს 38,2%-ს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. სულ რაღაც  სამი წლის წინ ის 60%-ზე მეტი იყო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g