LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მომწონს ეს ვერსია და იმედს ვიტოვებ, რომ თქვენც მოგეწონებათ… ძალიან ფაქიზი და საფრთხილო თემა იყო ჩემთვის…“ – ლევან გულბათაშვილი ახალ მუსიკალურ ნამუშევარზე

85
ლევან-გულბათაშვილი

3 ნოემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ლევან გულბათაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს სიმღერის „ქრიზანთემები“ ახალი ვერსია წარუდგინა.

ლევან, დღეს სიმღერის „ქრიზანთემები“ მართლა ძალიან კარგი ვერსია მოგვიტანე, როგორია შენი მოლოდინები?

თქვენთან რომ მოვდიოდი, გზაში, „ფეისბუქზე“ ლაივი ჩავრთე და იქ აღვნიშნე, რომ მე მომწონს ეს ვერსია და იმედს ვიტოვებ, რომ თქვენც მოგეწონებათ-მეთქი, რადგან შეიძლება მე მომწონდეს რაღაც, მაგრამ ბევრს არ მოსწონდეს. ამაზე ვღელავ და ვნერვიულობ. სხვათა შორის, მე ისეთი ადამიანების ნამუშევრებიც მომწონს, ვისთანაც შეიძლება, არ ვმეგობრობდე და პიროვნულად არ მომწონდეს. ეს დადებითი თვისება უნდა გქონდეს ადამიანს და პიროვნულად არ უნდა გადაწყვიტო შემოქმედებითი ნამუშევარი. შეიძლება, პიროვნულად ვერ იყვნენ შენთან, მაგრამ ძალიან კარგი შემოქმედება ჰქონდეთ.

თავად ვის გამოარჩევდი უცხოელი თუ ქართველი შემსრულებლებიდან?

ძალიან მომწონს რეი ჩარლზი, ლუი არმსტრონგი, ფრენკ სინატრა, მაიკლ ჯექსონი. ქართველებიდან ძალიან მომწონს სტეფანე, ასევე ნინო ქათამაძე. კონკრეტული ნამუშევრები რომ დავასახელო, ძალიან მომწონს სოფო ბედიას „იებით ხელში“, „დამაგვიანდა“, მერაბ სეფაშვილის „ნისლისფერი განშორება“, თემურ თათარაშვილის „სანამ შენამდე მოვედი“, ლაშა ღლონტის „ყველაფერი შენით იყო“, „აჭარული“.

რატომ შეაჩერე არჩევანი „ქრიზანთემებზე“ და ვის ეკუთვნის აღნიშნული სიმღერა?

ძალიან ფაქიზი და საფრთხილო თემა იყო ჩემთვის ის ადამიანები, ვინც ამ სიმღერას ჩემამდე ასრულებდნენ. ჩემთვის ერთ-ერთი ინსპირაცია, რომ ეს სიმღერა ჩამეწერა მირანდა მაისურაძე იყო. მირანდამ წლების წინ შეასრულა ეს სიმღერა და ის დამეხმარა, რომ სიმღერის კომპოზიტორი მიმეგნო. კომპოზიტორი კი ნინო ქენქაძე გახლავთ.  დავუკავშირდით ნინოს და მან მითხრა, კი ბატონო, იმღერე, რაზეა საუბარიო. შემდეგ, საბოლოო ვერსიაც გადავუგზავნე და ვუთხარი, თუ კი რამე არ მოგწონთ, შემიძლია ჩავასწორო-მეთქი. ნინომ მითხრა, ყველაფერი რიგზეა, ძალიან ლამაზი ვერსიაა და გილოცავო. სიმღერა დამზადებულია ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში. სიმღერის ტექსტის ავტორები ნინო ქენქაძე და მედეა კახიძე არიან.

 

გულბათი – ქრიზანთემები

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გულბათი – ჩამოვიარე მე შენს ქუჩაზე. Live

 

გულბათი (ლევან გულბათაშვილი). ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები