LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს კადრი სიმსონს შეხვდა

118
New Project

ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პირველი ენერგეტიკული დიალოგი  დაიწყო.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა დიალოგის ფორმატში პირველი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწყვეტი ეტაპის გათვალისწინებით.

„ეს გადაწყვეტილება ჩვენი საერთო ღირებულებების, გამძლეობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ურყევი ერთგულების დასტურია. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და, ასევე, მდიდარი ენერგეტიკული რესურსები გვაქცევს მნიშვნელოვან აქტორად რეგიონულ ენერგეტიკულ ლანდშაფტში. მზად ვართ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ევროკავშირის ამბიციური ენერგეტიკული მიზნებსა და ევროპის მწვანე შეთანხმებასთან შემდგომი თანხვედრისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მაღალი დონის პირველი ენერგეტიკული დიალოგის დაწყებას წინ უძღოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ენერგეტიკული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ენერგოპოლიტიკის, ასევე, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დახვეწის მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი მსხვილ, მნიშვნელოვან პროექტებსაც შეეხო, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტზე.

„ეს ინიციატივა ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციისა და ურთიერთდაკავშირებულობის სიმბოლოა. საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელთან უშუალო დაკავშირებით, ეს კაბელი არა მხოლოდ გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და მრავალფეროვნებას, არამედ იქნება განახლებადი ენერგიის გაცვლის არხი და ჩვენი რეგიონის უფრო გამძლე, მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g