LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარებისთვის საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან 45 მლნ ევრომდე მიიღებს

117
11

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ორი სასესხო შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც აზიის განვითარების ბანკი საქართველოს, დაახლოებით, 45 მლნ ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა/პროექტის განსახორციელებლად.

სასესხო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლამიმ.

კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი აღმოსავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სისტემების გაძლიერებას ითვალისწინებს, კერძოდ, კახეთის რეგიონში, ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხისა და მასთან დაკავშირებული სარწყავი სისტემის მოდერნიზაციას.

კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა მოიცავს  საირიგაციო პოლიტიკისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად ქვეყნის  სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას, წყლის ეფექტურად გამოყენების გაუმჯობესებას, სარწყავი სისტემის ფინანსური მდგრადობის მისაღწევად მმართველობისა და მართვის კონტროლის გაძლიერებას, რათა გაიზარდოს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ეფექტურობა და სარწყავი სისტემის მდგრადობა კლიმატის ცვლილების პირობებში.

magti 5g