LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიაში Rolls-Royce-ის ერთადერთი პიკაპი გაიყიდება

41

11 ნოემბერს კალიფორნიაში გასაყიდად მსოფლიოში ერთადერთ Rolls-Royce-ს გაიტანენ, რომელიც პიკაპის ძარით არის წარმოდგენილი. ვაჭრობის ორგანიზატორი აუქციონის სახლი Bonhams გახლავთ.

ავტომობილი 1926 წლის 40/50HP Silver Ghost Tilbury Sedan-ის პლატფორმაზეა აწყობილი. მოდელი მასაჩუსეტსის შტატში, სპრინგფილდში მდებარე Rolls-Royce-ის ქარხანაში აიწყო. მისი პირველი მფლობელი ლილიან მაკკლერგი იყო, რომელიც სანტა მონიკაში ცხოვრობდა. გასული საუკუნის 40-იან წლებში ავტომობილი ცნობილმა ამერიკელმა საავტომობილო კოლექციონერმა და ფერმერმა, ლინდლი ბოტუელმა იყიდა. ფერმერი მსოფლიოში „როლს-როისის“ ერთადერთ პიკაპს ციტრუსების გადაზიდვისთვის იყენებდა.

დღეისათვის ავტომობილს კოსმეტიკური რემონტი სჭირდება, რადგან სალონში ცხოველები შეიპარნენ და სავარძლები დააზიანეს.
სავარაუდოდ, ავტომობილი 50 000-70 000 დოლარად გაიყიდება.
აღსანიშნავია, რომ 11 ნომებერს ბოტუელის მთელი კოლექცია გასხვისდება, თავად აუქციონი კი იმ რანჩოში გაიმართება, რომელიც წინათ კოლექციონერის საკუთრება იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები