LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

246
ფორტუნა (24)

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მეუღლე როზალინ კარტერი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

როზალინი 96 წლის იყო. „კარტერის ცენტრის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის მშვიდობიანად გარდაიცვალა ოჯახის წევრების გარემოცვაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარტერი სახლში გადაიყვანეს, სადაც ის ჰოსპისის მკურნალობას მიიღებდა და დროს 99 წლის ქმართან ერთად გაატარებდა.

მაისში როზალინ კარტერს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. ჯიმი და როზალინ კარტერების ქორწინება 77 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g