რეჟისორი დარენ არონოფსკი ილონ მასკის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობს, რომელსაც სტუდია A24 -თან ერთად იღებს. აღსანიშნავია, რომ ფილმს საფუძვლად უდევს ჟურნალისტ უოლტერ აიზექსონის მიერ დაწერილი ბიოგრაფია.
მედიის ცნობით, ფილმი მასკის ადრეული ახალგაზრდობის წლებისა და მისი მიღწევების შესახებ მოგვითხრობს. აგრეთვე კინოსურათში მისი პირადი ცხოვრების დეტალებიც იქნება გაჟღერებული. თუ როდის გამოვა მასკის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი, ჯერჯერობით უცნობია.
ილონ მასკს ყოფილი ცოლი სასამართლოში უჩივის
ილონ მასკმა ემბერ ჰარდის ფოტო გაავრცელა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია