LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონონუკლეოზი

121
მომონუკლეოზი

ეფშტეინ ბარის ვირუსი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პარაზიტი და რჩება ჩვენს ორგანიზმში მთელი სიცოცხლის მანძილზე, როგორც ფარული ინფექცია და ინტეგრირდება ჯანმრთელი ლიმფოციტების სიცოცხლის ციკლში. ვირუსი ერევა ხახის გამონადენს, განსაკუთრებით ნერწყვს, რომლის მეშვეობითაც ის ხდება გადამდები. აქტიური ინფექციის დროს შესაძლებელია გადადების საფრთხე გაიზარდოს და შესაბამისად საჭიროა გარკვეული ზომების მიღება.

ბავშვებში ინფექციის გავრცელება, რომელიც ძირითადად სუბკლინიკურია, უკავშირდება ცუდ ჰიგიენურ პირობებს და ხალხმრავლობას.

ეპშტეინ-ბარის ვირუსის 70%-მდე შემთხვევა იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს.

ინფექციური მონონუკლეოზი შეიძლება აღმოაჩნდეთ პაციენტთა სულ ცოტა 1%-ს, რომლებიც მიმართავენ ექიმს ყელის ტკივილით. ცხელება, შემცივნება, სისუსტე შეიძლება იყოს ინფექციური მონონუკლეოზის სიმპტომები. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ასევე შეგვხვდეს ვირუსული ფარინგიტის შემთხვევაშიც, რომელიც გამოწვეულია რინოვირუსის, ადენოვირუსის და კორონავირუსისაგან. ეს ვირუსები ძირითადად წარმოშობს ჩვეულებრივი გაციების სიმპტომებს. კლინიკურად, ინფექციური მონონუკლეოზის ეჭვი არსებობს ყველა პაციენტში, რომელსაც აღენიშნება ცხელება, ფარინგიტი, და ლიმფადენოპათია. აღნიშნული ნიშნები ახასიათებთ ინფექციური მონონუკლეოზით დაავადებულ პაციენტთა 98%-ს. სხვა საერთო ფიზიკურ ნიშნებს წარმოადგენს გამონაყარი, სიყვითლე,  რასაც მოსდევს ღვიძლის ფუნქციის მოშლა, ელენთის გადიდება, ჰერპესი. ნუშურა კვანძებზე თეთრი ნადები ასევე დაგვეხმარება განვასხვაოთ ინფექციური მონონუკლეოზი ბაქტერიული ტონზილიტისაგან, რომელსაც ახასიათებს მოყვითალო ნადები და ასევე ვირუსული ფარინგიტისაგან, რომლის დროსაც ნუშურა ჯირკვლებზე ნადები არ არის.

ინფექციური მონონუკლეოზი, არის ვირუსული დაავადება და აქედან გამომდინარე მისი მკურნალობა შესაძლებელია ჰიდრატაციით, ანალგეზიით და სიცხის დამწევებით. ინფექციური მონონუკლეოზი ძირითად შემთხვევებში ინკურნება რამდენიმე კვირის შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ მას შეიძლება მოჰყვეს მრავალფეროვანი გართულებები. ნევროლოგიური დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს პაციენტთა 1-5%-ში. რაც გულისხმობს ენცეფალიტს, მენინგოენცეფალიტს, კრუნჩხვებს, ოპტიკურ ნევრიტს, მოულოდნელი სმენის დაკარგვას, იდიოპათიურ სახის ნერვის დამბლას, და სხვა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები