LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ ვიპოვე ჩემი ოცნების სპორტული ავტომობილი, ამიტომაც ის თავად შევქმენი“ – ფრაზები, რომლებიც საავტომობილო წარმოების ისტორიას აღწერს

286

საავტომობილო ისტორია ას წელზე მეტ ხანს ითვლის. ამ პეროდში იყო ბევრი ნიჭიერი მეწარმე, რომლებიც მთელი ძალით ცდილობდნენ თავიანთი ავტომობილები ბაზარზე გაეყვანათ.

რენე პანჰარდი და ემილ ლევასორი, კარლ ბენცი და ჰოტლიბ დაიმლერი, ვილჰელმ მაიბახი და სხვა მეოცნებეები ქნიდნენ იმას, რასაც ჩვენ დღეს საავტომობილო ინდუსტრიას ვეძახით.

გთავაზობთ, ცნობილი ფიგურების მიერ წარმოთქმულ ფრთიან ფრაზებს საავტომობილო ბიზნესის შესახებ:

გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ მეორე (1859-1941)

„მე მჯერა ცხენების. ავტომობილები – მხოლოდ დროებითი მოვლენაა“.

ჰოტლიბ დაიმლერი (1834-1900)

„ავტომობილებზე მსოფლიო მოთხოვნა, მძღოლების არ არსებობის გამო,  ერთ მილიონს ვერ გადააჭარბებს“

ფერდინანდ პორშე (1909-1998)

„ვერ ვიპოვე ჩემი ოცნების სპორტული ავტომობილი, ამიტომაც ის თავად შევქმენი“.

ფერუჩო ლამბორგინი (1916-1993)

„არასოდეს შემიწყვეტია იდეალურ ავტომობილზე ფიქრი, ამიტომ ის რაც უნდა გემეკეთებინა, ქარხნის აშენება იყო. ენცო ფერარი ამის შემდეგ აღარასოდეს დამლაპარაკებია. ის შესანიშნავი ადამიანი იყო, ვაღიარებ, მაგრამ მისი გაბრაზება ძალიან ადვილი იყო“.

ენცო ფერარი (1898-1988)

„თუკი შეგიძლიათ იოცნებოთ, მაშინ გააკეთებთ კიდეც“

„რბოლა არც საყვარელია, არც ცუდი, ის მაშინ არის შესანიშნავი, როდესაც გამარჯვებული ხარ“.

„აეროდინამიკა იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვინც არ იცის, ძრავი როგორ ააწყოს“

„არასოდეს მიმოგზაურია, არასოდეს დამისვენია. საუკეთესო შვებულება ჩემთვის ჩემივე სახელოსნოში მიდიოდა, მაშინ, როდესაც ყველას არდადეგები ჰქონდა“

„სიკვდილი ჩემს სხეულს გაანადგურებს, მაგრამ ჩემი ქმნილებები მარადიულად იცხოვრებენ“.

ჰენრი ფორდი (1863-1947)

„როდესაც გეჩვენება, რომ სამყარო შენს წინააღმდეგ არის, გაიხსენე, თვითმფრინავი ქარის საწინააღმდეგოდ მიფრინავს“.

„თუკი მომავალზე არ ფიქრობთ, თქვენ მომავალი არ გექნებათ“.

„საწყალი ადამიანი – ის კი არ არის, ვისაც ფული არ აქვს, არამედ ის, ვინც არ ოცნებობს“

ლი იაკოკა Ford-სა და Chrysler-ის ყოფილი პრეზიდენტი

„ვქირაობ ჩემზე ჭკვიან ადამიანებს, შემდეგ კი გზიდან გადავდივარ“.

სოიჩირო ჰონდა (1906-1991)

„წარმატება – 99% მარცხი და 1% იღბალი“

„იმ დღეს, როდესაც მე აღარ ვოცნებებ, ჩემი სიკვდილის დღე იქნება“.

კრის ბენგლი – დიზაინერი

„ავტომობილები – ჩვენი ყოველდღურობის ძეგლები არიან“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები