2 და 3 დეკემბერს, თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში, შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება როგორც საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი, ისე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის ნაწარმი.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა შოკოლადიანი ჩურჩხელების მომზადების მასტერკლასი, ხელნაკეთი საახალწლო ნივთების გამოფენა და ეკოშემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ცოცხალი მუსიკითა და ქუჩის თეატრისა და დრამერების შოუთი იქნება გაფორმებული, არაერთი გათამაშება ჩატარდება.
შოკოლადის საახალწლო ფესტივალს ბოტანიკური ბაღი 12:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.