LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

132
ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს, ციურიხში „ქართული ღვინის სახლის“ (GeoHauss GmbH) და მეღვინეობის შესახებ ევროპის წამყვანი ჟურნალის „ვინუმის“ (www.vinum.eu) ერთობლივი ორგანიზებით, ციურიხში ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა გაიმართა, რომელსაც  ჟურნალ „ვინუმის“ ერთ-ერთი რედაქტორი მიგელ ზამორანო  უძღვებოდა.

70-ზე მეტ მოწვეულ სტუმარს შორის იყვნენ ადგილობრივი დარგის ექსპერტები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და იმპორტიორები.

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე დაესწრო. მისი თქმით, ბოლო წლებში შვეიცარია გამოიკვეთა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით არაერთი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g