LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

896
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 06:11-დან 07:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სიყვარულის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 29 დეკემბრამდე მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთი მხრივ, ინტუიციას და შეუპოვრობას, დამოუკიდებლობის სურვილსა და პასუხისმგებლობის გრძნობას, მეორეს მხრივ, სარკაზმსა და ზედმეტ პირდაპირობას, სიჯიუტესა და სიხისტეს გააძლიერებს.

მოერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს, არ ღირს სხვის საქმეში „ცხვირის ჩაყოფა“, რადგან ყველა მორიგდება და მხოლოდ თქვენ აღმოჩნდებით ზარალში.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი გულწრფელობა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პარტნიორის ნდობის მოპოვებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ელენთას და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ბეჟი, ყავისფერი, ნარინჯისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები