LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

71 პროჟექტორი დაღუპულთა საპატივსაცემოდ: შაპეკოენსეს ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

59

”შაპეკოენსემ” ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს პატივი მიაგო. ბრაზილიური კლუბის საშინაო არენა ”კონდაზე” 29 ნოემბრის ღამეს 71 პროჟექტორი აინთო. კატასტროფას სწორედ 71 ადამიანი ემსხვერპლა.

ტრაგედია ერთი წლის წინ, 2016 წლის 28 ნოემბერს დატრიალდა. ”შაპეკოენსეს” თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 77 ადამიანი იმყოფებოდა, კოლუმბიის მთებში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას მხოლოდ 6 ადამიანი გადაურჩა, მაგრამ კლუბის ძირითადი მეკარე დანილო მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ფეხბურთელთაგან საბოლოოდ სიკვდილს მხოლოდ სამი გადაურჩა. მცველმა ალან რუშელმა კარიერის გაგრძელება შეძლო. სათადარიგო მეკარემ, ჯექსონ ფოლმანმა, ფეხის დაკარგვის მიუხედავად, არცთუ ისე დიდი ხნის წინ ვარჯიში განაახლა. მესამე ფეხბურთელი – ნეტო ჯერჯერობით მოედანზე არ დაბრუნებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები