LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გაბუნია: „საოცარი რამ ყოფილა შვილი, თანაც, ქალიშვილი!..“

427
გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია ჟურნალ „სარკეს“ მამობის სიტკბოს შესახებ ესაუბრება:

„ჩემს ქალიშვილთან გატარებული ყოველი წუთი ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. საოცარი რამ ყოფილა შვილი, თანაც, ქალიშვილი!.

როგორია თქვენი მამაშვილობა?

წამოიზარდა, ცდილობს, მელაპარაკოს, უცნაურ ხმებს გამოსცემს, სულ მეთამაშება და ეს ყველაფერი საოცრად დიდი დამმუხტველია ჩემთვის. ერთი სული მაქვს, გათენდეს, კირამ გაიღვიძოს, რომ სახლიდან გამოსვლამდე მივიღო ის საოცარი ენერგია, რასაც შვილი მაძლევს. დილა ჩვენია, ჩემი და კირასი. საღამოს თუ ისე მოხდა, რომ ადრე მივედი, ჩავერთვები ხოლმე მისთვის გამართულ მხიარულ წარმოდგენებში, სადაც ბევრი სიმღერა, ცეკვა და თამაშია. მოკლედ, ნამდვილი „ღამის შოუ“ გვაქვს სახლში, ამჯერად, კირა გაბუნიასთან ერთად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g