ატელიე Mansory-იმ უნიკალური Rolls-Royce Cullinan მსოფლიოში საუკეთესო დიჯეისთვის ააგო. ტუნინგ-ატელიემ, რომელმაც მსოფლიო ცნობადობა ეპატაჟური პროექტების დამსახურებით მოიპოვა, კიდევ ერთი ძვირადღირებული და ექსკლუზიური ავტომობილი წარადგინა.
ამასთან, კონკრეტულ პროექტში აღსანიშნავი არამხოლოდ თავად ავტომობილი, არამედ მისი მეპატრონე გახდა. გერმანელი ტუნერები თავისი კლიენტების ვინაობას იშვიათად ამხელენ, თუმცა ამჯერად დამალვა არც უფიქრიათ. ავტომობილი ნიდერლანდელმა მუსიკოსმა და მსოფლიოში საუკეთესო დიჯეიდ აღიარებულმა ტიესტომ შეუკვეთა.
მოდელმა რადიატორის შავი ბადე და ძარაზე ნარინჯისფერი ხაზი მიიღო. MAnsory-ის არ გამოუქვეყნებია არც ერთი ფოტო, რომელიც ინტერიერს სრულად ასახავდა. სოც-ქსელებში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ავტომობილმა 6,75 ლიტრის V12 ძრავა მიიღო და აგრეგატი 571 ცხენის ძალამდეა ფორსირებული.