LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში წლის ავტომობილი Hyundai Solaris გახდა

37

ინდოეთში წლის ავტომობილი Hyundai Solaris გახდა, სედანის ძარით. მოდელი ინდოეთში Verna-ს სახელით იყიდება. იმისათვის, რომ ავტომობილმა კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, ბაზარზე პირველად უნდა გამოჩნდეს. ჟიურის შემადგნლობაში საავტომობილო სამყაროდან ცნობილი ჟურნალისტები შედიან.

Indian Car of the Year-ის კონკურსში მეორე პოზიცია სედანმა Suzuki Dzire-მა დაიკავა, ლიდერთა სამეულში ასევე ქროსოვერი Jeep Compass შევიდა.

2017 წლის ავტომობილი, Hyundai Verna ინდოეთში ამ ზაფხულს გამოჩნდა. გაყიდვაში გამოსვლიდან სულ რაღაც სამ თვეში ავტომობილი 30 000 ერთეული გაიყიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილი ევროპული ვერსიისგან დიდად არ განსხვავდება.

სედანი Verna აღჭურვილია 1.6 ლიტრის მოცულობის დიზელის ტურბოძრავით, რომელიც 123 ცხენის ძალას ავითარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები