„პირველი არხის“ თანამშრომელი, გადაცემის „აკუსტიკა“ ერთ-ერთი წამყვანი, მებო ნუცუბიძე არხზე რამდენიმე გადაცემის დახურვის გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ კოლეგების ერთგულ მაყურებლად დარჩება.
„იხურება არხი „ტელესკოლა“ და 7 გადაცემა, მათ შორის „კაცები“ – პირველი არხის განცხადება
„მე იმაზეც მწყდება გული, რომ ახალი წლიდან, ჩემი კარგი მეგობრები ჩემი კოლეგები აღარ იქნებიან.
თორემ, იმას რა თქმა უნდა, რომ გორგილაც და კაცებიც, როცა მოინდომებენ და სადაც მოინდომებენ, იქ დაუბრუნდებიან სატელევიზიო სივრცეს.
„პირადი შეფასებებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ“ – მომავალი წლიდან „პირველ არხზე“ გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ აღარ გავა
„არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაციაა.“
და მეც მუდამ დავრჩები მათ ერთგულ მაყურებლად.
პ.ს. კაცები 5 იანვარს შევხვდებით“, – წერს მებო ნუცუბიძე.
ცნობისთვის, არხმა რამდენიმე გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც განმარტებულია გადაცემების დახურვის მიზეზი და ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კატეგორიულად მიუღებლად რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება.
„პირველი არხის“ განცხადებით, რესტრუქტურიზაცია მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე დაიგეგმა.