კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 20 დეკემბერს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:
- ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, მექანიზაციის, ჭყონდიდელის, ერისთავის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
- კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შავთელის, ჩახრუხაძის, ნაკაშიძეების, ავლევის, ნიშნიანიძის და ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
- საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას და სანდრო ეულის ქუჩების მოსახლეობას.
- დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ერისთავის ქუჩის მოსახლეობას.
- გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, IV, V მიკრორაიონების, ნანეიშვილის, აბაშიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.