კომპანია „ექსტრამითის“ პრემიუმხაზი „ფუდმასტერი” მომხმარებლისთვის საყვარელ ძველ გემოებსა და განსხვავებული გემოვნური თვისებების ახალ პროდუქტებს აერთიანებს და პატარა ზომის შეფუთვით გამოირჩევა.
„ფუდმასტერის“ პროდუქცია ამჟამად „კარფურისა“ და „დეილის“ ქსელში იყიდება. აღნიშნული პროდუქციის უფრო მეტად ხელმისაწვდომობის მიზნით, „ექსტრამითი“ უახლოეს მომავალში მომხმარებელს მას „გლოვოსა” და „ვოლტის” მეშვეობითაც შესთავაზებს.
„ექსტრამითი“ ქართულ ბაზარზე 2010 წლიდანაა წარმოდგენილი. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების საწარმო მომხმარებელს ხორცპროდუქტებს, თევზის პროდუქტებსა და ნახევარფაბრიკატებს სთავაზობს. სხვადასხვა სახეობის სოსისები თუ სარდელები, მოხარშული, შებოლილი, ნედლად შებოლილი ძეხვეული, შაშხების და სხვა მრალვალფეროვანი ასორტიმენტი ქართულ გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებული რეცეპტურით მზადდება.
„ექსტრამითს“ მოპოვებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატები – ISO 9001 (ხარისხის მართვა), ISO 22000 (სურსათის უვნებლობის მართვა), HACCP (წარმოების პროცესების მართვა) და Non GMO – არაგენმოდიფიცირებულობის სერტიფიკატი.

(R)
