LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა კატებისა და ძაღლების ცხოვრების გაუმჯობესებას აპირებს

145
Boy and dog

ძაღლები და კატები ევროპაში დამატებით დაცვას მიიღებენ. ასეთი წინადადებით ევროკომისია გამოვიდა.

ის ადამიანები, ვინც ძაღლს ან კატას ყიდულობს, ცხოველის სწორად მოვლის შესახებ ინფორმირებული უნდა იყვნენ.

ახალი წესი შეეხება იმ ცხოველებსაც, რომლებიც ზოომაღაზიებში, თავშესაფრებში თუ ფერმებში ცხოვრობენ. მომშენებლებს სპეციალური მომზადების გავლა მოუწევთ და ყველა ოთხფეხა ჩიპირებული უნდა იყოს.

ჩინოვნიკებს გალიების აკრძალვა სურთ და თავშესაფრებს ცხოველების ფართო ტერიტორიებზე გაშვებას ურჩევენ.
ასევე, ცხოველებს სუფთა ჰაერზე სეირნობის საშუალებაც უნდა ჰქონდეთ.

ცხოველების მომშენებლებს აეკრძალებათ მათთვის ყურების და კუდის მოჭრა. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევებში, როცა ეს სამედიცინო მიზეზით იქნება საჭირო და ოპერაცია აუცილებლად ნარკოზით უნდა ჩატარდეს.

ახალი წესები შეეხება საქონლის ტრანსპორტირებასაც. მეპატრონეებს მოუწევთ, რომ გზაში ბევრი დრო არ გაატარონ და საქონელს შიგადაშიგ დასვენების საშუალება მისცენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები