LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen აპირებს, რომ Golf GTI ელექტრომობილად გადააქციოს

119
Golf

Volkswagen საკულტო Golf GTI-ს ელექტრომობილად გადააქცევს. საკულტო მოდელის მერვე თაობა 2019 წლიდან გამოდის და მომავალ წელს მას გეგმური განახლება ელოდება. ეს განახლება მანქანას საშუალებას მისცემს რომ ბაზარზე კიდევ რამდენიმე წელი დარჩეს.

უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ Golf IX დღის შუქის ნახვა არ უწერია და მოდელის შთამომავალი ID ხაზის ელექტრომობილი გახდება. ცნობილი ჰეტჩბეკი ფორმას არ დაკარგავს, თუმცა ელექტრონულ აგრეგატზე გადავა, ცნობილ აბრევიატურას GTI კი სულ სხვა მნიშვნელობა მიენიჭება.

Golf GTI პირველად ფრანკფურტის ავტოსალონზე 1975 წელს წარადგინეს და მთლიანობაში 5000 ერთეულიანი ტირაჟის გამოშვება იგეგმებოდა. დღესდღეობით ბრენდმა 2,8 მილიონი მანქანის გაყიდვა მოასწრო. 2026 წლიდან კი ავტომოყვარულები საკულტო მოდელის ელექტრონულ ვერსიას იხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g