LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ელოდება „პიელ ნატურალსს“

64
01

კომპანია, რომელიც თავის მოვლის ნატურალურ საშუალებებს აწარმოებს, რომლის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა და მათი შეძენა შესაძლებელია როგორც სავაჭრო ცენტრებში, ისე ონლაინ, საქართველოს მასშტაბით, „პიელ ნატურალსია“.

პრემიუმ კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდის „პიელ ნატურალსის“ დამფუძნებელი თათუკა ლომაძე „ბიზნესნიუსში“ 2023 წელს აჯამებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს:

– წლევანდელი წელი „პიელ ნატურალსისთვის“ საკმაოდ საინტერესო წელი იყო – სწორედ 2023-ში გადავდგით დიდი ნაბიჯები და დიდ პარტნიორულ შეთანხმებებს მოვაწერეთ ხელი. ჩვენი სამომავლო გეგმები ახლო აღმოსავლეთის და არაბულ ქვეყნებს უკავშირდება. ძალიან მალე, 2024 წლის დასაწყისში, ჩვენს პირველ მაღაზიას გავხსნით ქუვეითში და ზოგადად, 2024 წელს სერიოზული მოლაპარაკებების წარმოებას ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტად გაფართოებისთვის.

– რა მოგცემთ აღნიშნულ ქვეყნებში კონკურენციის გაწევის შესაძლებლობას?

– საქართველოს ვაზის გაშენების 8000 წლიანი ისტორია აქვს, სწორედ ენდემური ჯიშები გვაძლევს განსაკუთრებულ ნედლეულს, რომელთა ათვისებაც ჩვენს პროდუქტებში მაქსიმალურად გვინდა. მაგალითად, მომხმარებლისგან უკვე კარგი გამოხმაურება აქვს ყურძნის წიპწის ზეთს, რომელიც უნიკალური თვისებებით გამოირჩევა და რომელიც ჩვენს ფორმულებში გამოვიყენეთ. აღმოჩნდა, რომ ქართული ყურძენი შეუცვლელია არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ კოსმეტიკის მიმართულებითაც. სხვათა შორის, სანამ საქართველოში ყურძნის წიპწის ზეთის წარმოება დაიწყებოდა, ჩვენ ეს პროდუქტი იტალიიდან შემოგვქონდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა, ადგილობრივმა ზეთმა ხარისხით მას დიდი კონკურენცია გაუწია. მინდა სიამაყით ისიც აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის აპრილში, ბარსელონაში, საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მსოფლიო მეცნიერების მიერ შემუშავებული ინოვაციური ინგრედიენტები იყო წარმოდგენილი, მათ, ვინც ჩვენი პროდუქტები გატესტეს, არ სჯეროდათ, რომ არ გვქონდა გამოყენებული სილიკონი, პარაბენი, პარაფინი, ისეთი შეწოვადობა ახასიათებს ჩვენს ფორმულებს. მე არ ვთვლი, რომ ეს ჩემი მიღწევაა, ეს ჩვენი დალოცვილი ქვეყნის მიკროფლორაში აღმოცენებული უნიკალური ვაზის ყურძნის წიპწის ნაჟური ზეთის დამსახურება. სწორედ მისი წყალობით არ გვჭირდება ხელოვნური სინთეზით მიღებული ინგრედიენტები იმისთვის, რომ კრემს იდეალური სტრუქტურა ჰქონდეს.

– რას სახის ახალ პროდუქტს უნდა ველოდოთ „პიელ ნატურალსისგან“?

– ბარსელონას დავუბრუნდები ისევ. სწორედ წლევანდელ გამოფენაზე აღმოვაჩინე ისეთი ჯადოსნური ინგრედიენტი, რომელსაც სამი წელი ვეძებდი – სილიკონის ალერნატივას, რომელიც შამპუნში და თმის ნიღაბში გამოიყენება. მართალია, შამპუნი უკვე შემუშავებული მაქვს, წარმოებაში მაგრამ ჯერ არ ვუშვებ, რადგან ნიღაბს ველოდები და მინდა, ქალბატონებს თმის მოვლის ეს საშუალებები კომპლექსურად შევთავაზო. ეს ინგრედიენტი უკვე ჩამოვიტანეთ, ის ფრანგული გახლავთ და საკმაოდ ძვირად ღირებული, გავტესტეთ, კარგი შედეგები მივიღეთ და 2024 წელს უკვე ჩვენი შამპუნითაც გაგანებივრებთ.

– ახალი წელი ახლოვდება, ყველანი ერთმანეთის საჩუქრებით განებივრებას ვცდილობთ, ამ მხრივ, რას გვთავაზობს წელს „პიელ ნატურალსი“?

– ქართველი მომხმარებელი ყოველთვის პრიორიტეტულია და მუდმივად ვცდილობთ, რომ მას მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასის მქონე პროდუქცია შევთავაზოთ. გარდა იმისა, რომ წელსაც გასაოცარ ფასდაკლებას გთავაზობთ, გავათამაშებთ ორკაციან საგზურს ბარსელონაში, ქალაქში, რომელთანაც ჩვენი ბრენდის დაფუძნების ამბავია დაკავშირებული და წლევანდელი წარმატებაც. გათამაშება 27 იანვარს გაიმართება, რადგან გვინდოდა, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის 2024 წელი განსაკუთრებულად დაწყებულიყო. ჩვენი პროდუქცია ყველაზეა გათვლილი – ქალზე, მამაკაცსა თუ ბავშვზე. მაგალითად, დღეს ერთ-ერთი ბაღის აღსაზრდელებს „პიელ ნატურალსის “სასაჩუქრე ნაკრებები აჩუქეს, აბაზანის შუშხუნა ბომბები განსაკუთრებით ახალისებთ პატარებს. სხვათა შორის, ბავშვებისთვის მასტერკლასებსაც ვაწყობთ ხოლმე. ეს პროექტი წელს ბაღებისა და სკოლების თხოვნით წამოვიწყეთ, აინტერესებდათ, როგორ მზადდება ჩვენთან ესა თუ ის პროდუქტი. მე თავად მასწავლებლობის 10 წლიანი გამოცდილება მაქვს (ინგლისური ენის მიმართულებით) და ცოდნის გაზიარება ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესია. აქვე აღვნიშნავ, რომ 2024 წელს მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების ხაზის განვითარებასაც ვგეგმავთ.

– 7 წელია, ბაზარზე ხართ, მუდმივად სიახლეზე ორიენტირებული კომპანიის სახელი დაიმკვიდრეთ, მაგრამ რა რჩება ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად?

– ალბათ, მსოფლიო. ვფიქრობ, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა ელოდება „პიელ ნატურალსს“. 7 წლის წინ მსგავს რამეზე საერთოდ არ ვფიქრობდი, მაგრამ ახლა მაქვს შეგრძნება, რომ ეს მოლოდინი გამართლდება. ჩემი მიზანი იყო, საქართველო მსოფლიოსთვის ახალი მიმართულებით გამეცნო და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კოსმეტიკური მიმართულებით ჩვენი ქვეყნის გაცნობის საკითხში ყველაზე დიდი ნაბიჯები ჩვენ მიერაა გადადგმული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g