„იუმორინა 2024“-ზე მოდელმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ გია ბაღაშვილთან ერთად ბუთხუზ ბასილაიას ულამაზესი სიმღერა „მერე“ შეასრულა.
კადრები თიკა ფაცაციამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.
სიმღერის სრულ ჩანაწერს ამჯერად „იუმორინას“ ფეისბუკის გვერდი აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება აქვს.
„ყველა დროის საუკეთესო სიმღერის საუკეთესო შესრულება“, „თიკა სასწაული ქალბატონი გვყავხარ ქართველებს“, „უკვდავი ჰიტი და საოცრება თიკა“, „გადასარევი შესრულებაა“ – წერენ კომენტარებში.
“მერე” ?
ასრულებენ – თიკა ფაცაცია და გია ბაღაშვილი
კომპოზიტორი – ალექსანდრე ბასილაია
ლექსის ავტორი – მორის ფოცხიშვილიეძღვნება ანსამბლ “ივერიის” 55 წლის იუბილეს ?
Posted by იუმორინა • Iumorina on ორშაბათი, 01 იანვარი, 2024