LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიროტექნიკის გამო ბათუმში ორმა ადამიანმა თითები დაკარგა

170
Untitled design (5)

ახალი წლის დღეებში ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მინიმუმ 2 ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს და წერს, რომ 31 დეკემბერს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ორივე ხელის მტევნის მრავლობითი დამწვრობით 40 წლის კაცი შეიყვანეს.

გამოცემას კლინიკაში უთხრეს, რომ მან ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა.

გარდა ამისა, 30 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 25 წლის კაცი გადაიყვანეს.

კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საავადმყოფოში მიყვანამდე მას უკვე დაკარგული ჰქონდა ერთი თითი.

ასევე იხილეთ:

„რუსთავში პიროტექნიკის გამოყენების გამო სამმა ადამიანმა თითები დაკარგა, მათ შორის 16 წლის მოზარდია“ – როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ზოოპარკის გარშემო ვინც ცხოვრობს, იქიდან პიროტექნიკა არ უსვრიათ, როგორც ჩანს გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა, ამისთვის მადლობა მათ“ – ზურაბ გურიელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g