LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვათაცვენის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

141
გზა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი.

მათივე ცნობით, ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილით განახლდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

magti 5g