ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე ლიზა ჩიჩუა ხშირად გვანებივრებენ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კადრებით, რომელთა მიმართაც საზოგადოების დიდი ინტერესია, რადგან უმეტესობას წყვილი ძალიან მოსწონს და მათ მიმართ არც გულთბილ კომენტარებს იშურებენ.
Instagram-ზე გამოქვეყნებულ კადრებს შორის, განსაკუთრებით დიდი მოწონებით სარგებლობს საოჯახო და შვილთან, უსაყვარლეს გიორგისთან ერთად გადაღებული ფოტოები თუ ვიდეოები.
ამჯერად, ირაკლი და ლიზა გვიზიარებენ, როგორ ერთობიან მეგობრებთან ერთად და დროს ბედნიერად და ხალისიანად ატარებენ.