LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის კულტურული დედაქალაქის სტატუსს სამი ქალაქი გაინაწილებს

200
Screenshot 2024-01-12 151418

ევროპის კულტურული დედაქალაქის სტატუსი წელს ერთდროულად სამმა ქალაქმა გადაიბარა. 2024 წელს საპატიო ტიტულს ბად-იშლი (ავსტრია), ტარტუ (ესტონეთი) და ბუდე (ნორვეგია) მიიღებენ. წლის ბოლომდე ქალაქები არაერთ კულტურულ ღონისძიებას ჩაატარებენ როგორც თავისი მცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. სიახლის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ბად-იშლი გახდა პირველი ქალაქი ალპურ რეგიონში, რომელსაც კულტურული დედაქალაქის ტიტული გადაეცა. დასახლების დევიზი იქნება – „მარილი და წყალი“, რადგან მისი ისტორია ამ მინერალის მოპოვებასთანაა მჭიდრო კავშირში. წელს დაგეგმილი მრავალრიცხოვანი ფესტივალები და ღონისძიებები რეგიონულ ტრადიციებს და კონტრ-კულტურის განვითარებას მიეძღვნება.

ტარტუ – ესტონეთის მეორე ქალაქია, რომელიც ამ სტატუსს მიიღებს. მისი ლოზუნგი იქნება „გადარჩენის ხელოვნება“ და გამოხატავს ხელოვნების ძალას რომელიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე ახდენს გავლენას. დაგეგმილი ღონისძიებები კი ევროპის სამომავლო განვითარებას, გარემოს დაცვას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წინსვლას მიეძღვნება.

დაბოლოს, ბუდე – პირველი კულტურული დედაქალაქია, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს. გასართობი პროგრამა 100-მდე პროექტს მოიცავს და მათი დიდი ნაწილი არქტიკის ისტორიას და თანამედროვე ცხოვრებას მიეძღვნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები