LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკოსების ყველაზე ცნობილი საყვარლები – ქალები, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ

39

პოლიტიკოსების ყველაზე ცნობილი საყვარლები – ქალები, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ.

 

ჟიული გაიე და ფრანსუა ოლანდი

1

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და მსახიობი  ჟიული გაიე მანამდე მალავდნენ საკუთარ რომანს, სანამ რეპორტიორებმა შემთხვევით არ ჩაიჭირეს ოლანდი გაიეს სახლთან. აღშფოთებულმა გაიემ ფოტოების გამოაქვეყნებისთვის სასამართლოში უჩივლა ტაბლოიდს, პრეზიდენტთან ურთიერთობას კი, ”რეპორტიორების შეცდომა” უწოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ”შეცდომა” უკვე სამი წლია გრძელდება და ვერც მომხდარმა სკანდალმა შეცვალა მაინცდამაინც ვერაფერი. ვნებების ჩაცხრომის შემდეგ წყვილმა ისევ განაახლა ურთიერთობა. ოლანდი იძულებული გახდა ცოლს – ჟურნალისტ ვალერი ტრიერვეილერს გაშორებოდა, რომელმაც სამაგიერო გადაუხადა მოღალატე მეუღლეს და გულწრფელი მემუარები ”მადლობთ მომენტისთვის” გამოსცა. წიგნი ბესტსელერად იქცა, ტრიერვეილერი კი, 2 მლნ. ევროთი გამდიდრდა. ფრანგებმა მადამ ტრიერვეილერს დაუჭირეს მხარი, პრეზიდენტის რეიტინგი კი, საგრძნობლად დაეცა (რაც ერთგვარი ნონსენსია, რადგან პოლიტიკოსის საყვარლები საფრანგეთში ნორმად ითვლება). წაგებული არც ჟიული გაიე დარჩა, რომლის პოპულარობა ერთი-ორად გაიზარდა.

მონიკა ლევინსკი და ბილ კლინტონი

y8t96

მონიკა ლევინსკის და ბილ კლინტონის რომანი ორ წელს გრძელდებოდა და ერთისთვის კინაღამ პოლიტიკური კრახით დასრულდა, მეორესთვის კი, ცხოვრების ტრაგედიით. ”დღე არ გასულა ამ  საზარელ შეცდომაზე არ მეფიქრა. ძალიან ვნანობ იმას, რაც მოხდა” – განაცხადა მოგვაინებით ლევინსკიმ, რომელიც ”სამარცხვინო ფაქტის” გამოაშკარავების შემდეგ, დაცინვის ობიექტად იქცა და დიდი ხნით დაემშვიდობა მშვიდ ცხოვრებას. სხვა მის ადგილას, სკანდალით რეკლამას გაიკეთებდა და ფულს იშოვიდა, ლევინსკიმ კი, პრინციპული უარი განაცხადა, მაშინაც კი, როცა ”გულახდილობისთვის” მას 10 მლნ. დოლარი შესთავაზეს. ლევინსკი ევროპაში გაემგზავრა სასწავლებლად, ფსიქოლოგის დიპლომით აშშ-ში დაბრუნებული კი, დიდხანს იყო უმუშევარი. ცოტა ხნის წინ ლევინსკი ფონდს Bystander Revolution ჩაუდგა სათავეში, რომელიც ვირტუალური დამცირების მსხვერპლთა დახმარებითაა დაკავებული და 17-წლიანი დუმილის შემდეგ საკუთარი ისტორიაც გაიხსენა, ”ერთ დროს მეც ვიყავი საჯარო დამცირების მსხვერპლი და შევძელი გადარჩენა. კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს”, – აღნიშნა ლკევინსკიმ ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე.

მერლინ მონრო და ჯონ კენედი

vwuv2

”მეგონა, უყვარდე – ნიშნავს იყო სასურველი. დღეს ვფიქრობ, რომ უყვარდე ნიშნავს მოიპოვო მასზე ძალაუფლება და ფერფლად აქციო”, – თქვა ერთხელ მენლინ მონრომ, რომელსაც ექვსწლიანი რომანი ჰქონდა ჯერ სენატორ, მერე კი, პრეზიდენტ ჯონ კენედისთან. რიგითი ინტრიგით დაწყებული რომანი მონროსთვის ტრაგედიად იქცა, რომელმაც მისი ქორწინება დაანგრია ცნობილ ბეისბოლისტთან ჯო დიმაჯიოსთან. კენედის სიყვარულში დარწმუნებული მონრო,  ილუზიებით ცხოვრობდა და სჯეროდა რომ პრეზიდენტი აუცილებლად გასცილდებოდა ცოლს და თავად გახდებოდა პირველი ლედი. თუმცა, როცა მიხვდა, რომ კენედის არაფერში ჭირდებოდა, საკუთარო თავი მიტოვებულად იგრძნო და პრეზიდენტთან წერილების წერა, რეკვა და ისტერიკების მოწყობა დაიწყო.  ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯონ ედგარ გუვერმა, რომელიც პრეზიდენტს ”უხერხულობის” მოგვარებაში ეხმარებოდა, მონროს მისი ”შემცვლელი” პრეზიდენტის ძმა – რობერტ კენედი შესთავაზა და ისტორია ისევ განმეორდა – მერლინი ახლა რობერტ კენედის უმწარებდა ცხოვრებას. ძალიან მალე კი, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

სილვია კრისტელი და ვალერი ჟისკარ დ’ესტენი

6zdty

ეროტიკის დედოფალი, ცნობილი ”ემანუელი” – სილვია კრისტალი თითქოს შექმნილი იყო საჯარო რომანისთვის. უცნაური მხოლოდ ისაა, რომ კრისტალისა და დ’ესტინის ურთიერთობამ მაინცდამაინც ვერავინ გააკვირვა და ფრანგებმა ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე მიიღეს მათ რომანი. მსახიობი და პოლიტიკოსი მანამდე შეხვდნენ ერთმანეთს, სანამ დ’ესტენი ქვეყანას ჩაუდგებოდა სათავეში და ელისეის სასახლეში გადაბარგდა ოჯახთან ერთად. დ’ესტენი არასდროს მალავდა  ურთიერთობას კრისტელთან, ისევე როგორც არ მალავდა რომანებს ”პარალელურ” საყვარლებთან. კრისტელი თავისუფლად ჩნდებოდა დიპლომატიურ მიღებებზე და თან ახლდა პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტებში. მოგვაინებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ”კინოსა და თეატრის აგენტის” სპეციალური პოსტიც გაჩნდა, რომლის ფუნქციებში ”შეფისთვის” ლამაზი კინომსახიობების მოძიება და გაცნობა შედიოდა.

ანნ პენჟო და ფრანსუა მიტერანი

Mandatory Credit: Photo by REX Shutterstock (551704a) Francois Mitterrand and Anne Pingeot FRANCOIS MITTERRAND AND ANNE PINGEOT IN NIEVRE, FRANCE - 1981

სამაგალითო მეუღლე ფრანსუა მიტერანი, სინამდვილეში არც ისე სამაგალითო, პირიქით საშინელი მექალთანე აღმოჩნდა. პრეზიდენტის თავისუფალი საღამოს სტანდარტული პროგრამა სამ ახალ ქალთან ვიზიტზე იყო გათვალისწინებული, რომლესაც მიტერანი აპერატივს ეძახდა მთავარ კერძამდე და დესერტამდე. გარდა ამისა,  პრეზიდენტს ორი ოჯახი ჰყავდა ( ოფიციალური ცოლი ორი შვილით) და პარალელური (საყვარელი ანნ პენჟო და ქალიშვილი). უპირატესობას მიტერანი მეორე ოჯახს ანიჭებდა და მათთან უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე კანონიერ მეუღლესთან. საინტერესოა, რომ ორივე ოჯახი ელისეის სასახლეში ცხოვრობდა. მიტერანის პოსტიდან წასვლის შემდეგ კი, სკანდალის მიზეზი არა მისი პირადი ცხოვრება, არამედ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება იქცა. ”საყვარელი” ქმრის დაკრძალვაზე პრეზიდენტის ქვრივმა კატეგორიული უარი თქვა, ანნ პენჟოს მიღებაზე, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა ქალიშვილთან ერთად მაინც მივიდა ”ძველი სიყვარულის” უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები