პრემიერლიგის მეოთხე ტურში რამდენიმე სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. ”მანჩესტერ იუნაიტედმა” სტუმრად ”სუონსისთან” წააგო 1:2. ”ლივერპული” შინ განადგურდა ”ვესტ ჰემთან” 0:3, გასული სეზონის ჩემპიონმა ”ჩელსიმ” კი საშინაო მარცხი განიცადა ”კრისტალ პალასთან” – 1:2.
”მანჩესტერ სიტიმ” მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ”ქალაქელებმა” ”უოტფორდი” 2:0 დაამარცხეს და მიმდინარე პრემიერლიგას უდანაკარდოდ ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ უკვე 4 ტურია ”სიტის” გოლი არ გაუშვია.
ლონდონის ”არსენალმა” სტუმრად ”ნიუკასლი” მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
ტურის საუკეთესო მეკარედ ტიმ ჰოვარდი დასახელდა, რომელმაც “ტოტენჰემის” წინააღმდეგ რამდენიმე სასწაული სეივი გააკეთა. ”ტოტენჰემი”-”ევერტონის” შეხვედრაში უგოლო ფრე დაფიქსირდა.
გთავაზობთ ტურის სიმბოლურ გუნდს:
მეკარე: ტიმ ჰოვარდი (”ევერტონი”)
მცველები: ვისტონ რიდი (”ვესთ ჰემი”), დემიენ დელანი (”კრისტალ პალასი”), ვეს მორგანი (”ლესტერი”)
ნახევარმცველები: იანიკ ბოლასი (”კრისტალ პალასი”), სანტი კასორლა (”არსენალი”), დუშან ტადიჩი (”საუთჰემპტონი”), რაჰიმ სტერლინგი (”მანჩესტერ სიტი”).
თავდამსხმელები: მანუელ ლანზინი (”ვესთ ჰემი”), გრაციანო პელე (”საუთჰემპტონი”), ანდრე აიუ (”სოუნსი”)