LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რომელ ქალაქშია ყველაზე დიდი საცობები?

128
საცობი

ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე დიდი და დამღლელი საცობები დუბლინშია. ირლანდიის დედაქალაქმა ასევე მეორე ადგილი დაიკავა ევროპასა და მსოფლიოში გადაადგილების სისწრაფის ანტირეიტინგში, სადაც პირველობა ლონდონს დაუთმო.

რეიტინგი შეადგინა კომპანია TomTom-მა, რომელიც GPS-ნავიგატორების პროგრამული უზრუნველყოფითაა დაკავებული. კვლევამ 55 ქვეყნის 387 ქალაქი მოიცვა.

დუბლინში 10 კილომეტრის გასავლელად 29 წუთი და 30 წამია საჭირო. ეს კი ერთი წუთით უფრო მეტია ვიდრე წინა წლის მაჩვენებელი.

სპეციალისტებმა ასევე გამოავლინეს ყველაზე ცუდი დღე დუბლინელი მძღოლებისთვის და 2023 წელს ეს დღე 19 ოქტომბერი იყო. მაშინ 10 კილომეტრის გავლას 36 წუთი და 10 წამი დასჭირდა.

მსოფლიოს ყველაზე გადატვირთული ქალაქები:

  1. ლონდონი
  2. დუბლინი
  3. ტორონტო
  4. მილანი
  5. ლიმა
  6. ბანგალორი
  7. ლუნა
  8. ბუქარესტი
  9. მანილა
  10. ბრიუსელი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები